კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა სოფელ ფერმაში მოხდა. ადგილობრივებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტი დამალა.

“ფაქტის შესახებ პოლიციას არც ოჯახმა აცნობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ თემით მედია დაინტერესდა, დაზარალებული ბავშვის ოჯახი გამოკითხვაზე გადაიყვანეს”, – წერს გამოცემა. მათივე ინფორმაციით, ბავშვს დაზიანება ხელის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული

დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია – ის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

By user