ცნობილია, ადიგენში ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა.
გარდაცვლილი 15 წლიაა.
შემთხვევა სოფელ არალთან მოხდა, ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
“სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი საფეხბურთო გუნდ “ზარზმის აკადემიის“ წევრი იყო. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
“10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არაფერი არ სჭირს“, – განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.
„დღეს დუმს აბასთუმანი…
დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს…უფალს ებარებოდე პატარა ჩემპიონო…“, – წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც «პრაიმტაიმს» შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.