ნ­ტარ­ქტი­დას­თან 300-ზე მეტი წყალ­ქვე­შა კა­ნი­ო­ნის ფა­რუ­ლი ქსე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს – წერს IFLScience.

ირ­ლან­დი­ის კორ­კის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯი­სა და ეს­პა­ნე­თის ბარ­სე­ლო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორმა მკვლე­ვარ­მა მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის ბა­თი­მეტ­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა, რათა ან­ტარ­ქტი­დის სა­ნა­პი­რო­ზე და­მა­ლუ­ლი კა­ნი­ო­ნე­ბის აღ­მო­ე­ჩი­ნათ. მათ ჯამ­ში 332 წყალ­ქვე­შა ღრმუ­ლი იპო­ვეს, რაც წინა კვლე­ვე­ბის შე­დეგს ხუთ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

“ჩვენ მიერ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი წყალ­ქვე­შა კა­ნი­ო­ნი 4 000 მეტრზე მეტ სიღ­რმეს აღ­წევს. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი კა­ნი­ო­ნე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­და­შია, რო­მელ­საც რთუ­ლი, გან­შტო­ე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი ახა­სი­ა­თებს. ეს სის­ტე­მე­ბი, რო­გორც წესი, კონ­ტი­ნენ­ტუ­რი შელ­ფის კი­დე­ზე რამ­დე­ნი­მე მწვერ­ვა­ლით იწყე­ბა და ერთ მთა­ვარ არ­ხად ერ­თი­ან­დე­ბა, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ში ჩა­დის და ცი­ცა­ბო ფერ­დო­ბებს კვეთს”, – გა­ნა­ცხა­და დე­ვიდ ამ­ბლას­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ან­ტარ­ქტი­დის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდე­ბა­რე კა­ნი­ო­ნე­ბი “სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან“. აღ­მო­სავ­ლე­თით ისი­ნი რთუ­ლი და გან­შტო­ე­ბუ­ლია, ფარ­თო U-ის ფორ­მის პრო­ფი­ლით. და­სავ­ლე­თით კი უფრო მოკ­ლე და ცი­ცა­ბოა, მკვეთ­რი V-ის ფორ­მის ხა­ზე­ბით.

მკვლევ­რე­ბის თქმით, ეს დაკ­ვირ­ვე­ბა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი სა­ფა­რი გა­ცი­ლე­ბით ძვე­ლია, ვიდ­რე მისი და­სავ­ლუ­რი ანა­ლო­გი. “ეს ვა­რა­უ­დი და­ნა­ლე­ქი ქა­ნე­ბის კვლე­ვებ­ში უკვე არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ზღვის ფსკე­რის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან გე­ო­მორ­ფო­ლო­გი­ა­ში ჯერ არ იყო აღ­წე­რი­ლი”, – თქვა ამ­ბლას­მა.

By admin

უახლესი ამბები