სა­ქარ­თვე­ლო, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში, იქცა ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის მთა­ვარ გამ­ტარ ძარ­ღვად და ეპი­ცენ­ტრად. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე, ეს იქ­ნე­ბო­და სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი – ამით ივა­ნიშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლის “რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი“ ხელს უწყობს ახა­ლი თა­ო­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკვლე­ლო­ბას, – ამის შე­სა­ხებ “ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ, პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, “ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ სურს, ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, ქვეყ­ნის თი­თო­ე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და ქა­ლაქ­ში ნარ­კო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნას.

“ჩვენ რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გელა გე­ლა­ძი­სა და სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­მო­ე­ბულ სა­მარ­ცხვი­ნო პიარ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით. ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსა­უბ­რობთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს მძი­მე ვი­თა­რე­ბა ნარ­კო­ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში, იქცა ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის მთა­ვარ გამ­ტარ ძარ­ღვად და ეპი­ცენ­ტრად. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე, ეს იქ­ნე­ბო­და სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი. 2024 წლის სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში ცალ­სა­ხად ჩანს, რომ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 6 ათას­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი, აქე­დან 100-მდე და­ნა­შა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის ტრან­ზიტს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს არის არას­რუ­ლი სტა­ტის­ტი­კა, რო­მელ­საც აქ­ვეყ­ნებს შსს და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ცხა­დია, რომ ამ პიარ კამ­პა­ნი­ით, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფრ რე­აქ­ცი­ას ნარ­კო­ტი­კე­ბის უკონ­ტრო­ლო ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დაშ­ვე­ბით­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამით ივა­ნიშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლის “რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი“, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი თა­ო­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკვლე­ლო­ბას. ყო­ველ­წლი­უ­რად, 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ზე­დო­ზი­რე­ბით. მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გა­აჩ­ნდა ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი ზრუნ­ვის მე­ქა­ნიზ­მი, მათი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, რეპ­რე­სი­ის­კენ. ივა­ნიშ­ვილს აქვს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლო აქ­ცი­ოს შავი ფუ­ლის და ნარ­კოტ­რე­ფი­კის მთა­ვარ ეპი­ცენ­ტრად. ამა­ზე მი­უ­თი­თებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, სრუ­ლი­ად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და ობი­ექ­ტუ­რად გამ­ჯდა­რი გან­ცდა, რომ ნარ­კო­ტიკ­მა მო­იც­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი.

2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში ადას­ტუ­რებს სწო­რედ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო გლო­ბა­ლურ ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის პრობ­ლე­მურ ეპი­ცენ­ტრად იქცა. ეს მო­ა­ხერ­ხა ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ექ­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის ეპი­ცენ­ტრად. ივა­ნიშ­ვილ­მა უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ უამ­რავ ტრა­გე­დი­ა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. ამ პი­ა­რუ­ლი, სა­სა­ცი­ლო, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი აქ­ცი­ე­ბით, რო­მელ­საც შს მი­ნის­ტრი, გელა გე­ლა­ძე ატა­რებს, ვერ მო­ა­ტყუ­ე­ბენ იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ­ლე­ბიც თა­ვად, სა­კუ­თარ თავ­ზე, შვი­ლებ­სა და ოჯა­ხებ­ზე გრძნო­ბენ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მძი­მე გავ­ლე­ნას. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ნარ­კო­ვაჭ­რო­ბას­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კოტ­რან­ზიტ­თან მი­მარ­თე­ბით სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყოს გა­ბე­დუ­ლი და ამის­თვის უნდა არ­სე­ბობ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. ივა­ნიშ­ვილს და მის “რუ­სულ რე­ჟიმს“ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ გა­აჩ­ნია.

ჩვენ ცალ­სა­ხად ვა­ცხა­დებთ, რომ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს ზრუნ­ვა­სა და მხარ­და­ჭე­რას ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებ­ზე. უკვე მე­ო­რე არ­ჩევ­ნე­ბია, ვამ­ბობთ, რომ გარ­და­უ­ვა­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­დეს ნარ­კო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო, სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, იზ­რუ­ნებს თი­თო­ე­ულ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­ზე, შეს­თა­ვა­ზებს მათ იმ ტი­პის გა­მო­სა­ვალს, რო­მე­ლიც მათ სჭირ­დე­ბათ, რომ­ლის­თვი­საც ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან მზად. თი­თო­ე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ქა­ლაქ­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს ნარ­კო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი, სა­დაც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შევ­თა­ვა­ზებთ და და­ვეხ­მა­რე­ბით ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უმ­ძი­მე­სი გა­მოწ­ვე­ვაა. მა­შინ, როცა ივა­ნიშ­ვი­ლი კლავს და ანად­გუ­რებს ჩვენს მო­მა­ვალს და ახალ თა­ო­ბას, ჩვენ ვთა­ვა­ზობთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის, ჩვენს გულ­შე­მატ­კივ­რებს, მხარ­დამ­ჭე­რებს, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა არ­სე­ბობს – უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა ნარ­კო­ვაჭ­რო­ბას­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კოტ­რან­ზიტ­თან და ზრუნ­ვა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებ­ზე. ეს არის გარ­და­უ­ვა­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბა, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უნდა მოხ­დეს და ჩვენ ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ”, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ.

By admin

უახლესი ამბები