სამშაბათს, გვიან ღამით, ბიტრიტო-ბარის გზაზე, სან ნიკოლას სტადიონთან ახლოს ავარია მოხდა. ქართველი ემიგრანტი მანქანის შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა.

მათი ცნობით, დაღუპული, 40 წლის ქართველი ქალია, რომელიც სავარაუდოდ, ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მხოლოდ მისი გარდაცვალების დადასტურება შეეძლო.

მედიის ცნობით, მძღოლის მანქანა და მობილური ტელეფონი ტექნიკურად შემოწმდა. ტესტმა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ქალის ცხედარი ბარის პოლიკლინიკური საავადმყოფოს სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაასვენეს, სადაც მას სასამართლო შემოწმებას უტარებენ.

ემიგრანტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაღუპულია თიკო ოთარაშვილი.

„ნუთუ არ შეგრცხვა სიკვდილო… ის ხომ ჯერ ახალგაზრდა იყო, წინ იმედები და სავსე ცხოვრების გეგმა ჰქონდა… რად აატირე ემიგრანტი დედა… ამ უცხო მიწაზე. ვუსამძიმრებ ოჯახს და ემიგრანტებს, ამ დიდ ტრაგედიას. ძალიან სამწუხაროა. ვტირი და ისე ვწერ ამ პოსტს. ნუთუ ვერ გაძეხი სიკვდილო, ამდენი ახალგაზრდით…“, – წერენ სოციალურ ქსელში.    

By user