ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

მოტოციკლის მფლობელის გამოყვანას ავარიის მონაკვეთიდან, დამატებითი ძალის მობილიზება დასჭირდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

By user